აბონემენტების მართვა

SmartGym მართავს კლუბის ყველა აბონემენტს: ქმნის ნებისმიერი ტიპის პაკეტს, თვალს ადევნებს ვადებს და ვადაგასულს შესვლისას ავტომატურად ბლოკავს. ადმინისტრატორს ხელით შემოწმება აღარ სჭირდება.

ნებისმიერი ტიპის პაკეტი

შექმენით აბონემენტი ისე, როგორც თქვენს კლუბს სჭირდება: დილის საათებზე შეზღუდული, სამუშაო დღეებზე მოქმედი, ან კონკრეტული რაოდენობის ვიზიტით. ერთი კლუბი შეიძლება ერთდროულად ყიდდეს ათეულობით სხვადასხვა პაკეტს.

ავტომატური კონტროლი შესვლისას

როცა მომხმარებელი შემოდის, სისტემა თავად ამოწმებს, აქვს თუ არა მოქმედი აბონემენტი. ვადაგასული ან ამოწურული პაკეტი იბლოკება იმავე წამს, ასე რომ ადმინისტრატორი შეცდომას ვერ დაუშვებს.

შეხსენებები და განახლება

ვადის გასვლამდე მომხმარებელს ავტომატურად ეგზავნება SMS. აბონემენტის განახლება შესაძლებელია საიტიდან ან მობილური აპლიკაციიდან, ადმინისტრატორთან მისვლის გარეშე.

ნახეთ სისტემა თქვენს კლუბზე

დაგვიკავშირდით და გაჩვენებთ, როგორ მუშაობს აბონემენტების მართვა თქვენს პაკეტებზე.

დაგვიკავშირდით